კორონავირუსი

იმერეთის გუბერნატორი: მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებისას უნდა გადაადგილდეთ ქალაქიდან ქალაქში

მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში უნდა მოხდეს ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობა იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს ეს ადამიანები თვითონვე უქმნიან საფრთხეს ერთმანეთს, ვინც შეიძლება ერთ მიკროავტობუსში იყოს მოთავსებული. 

ჩვენი მთავრობა დიდი ხანია ამ მიმართულებით კოორდინირებულად მუშაობს. დღევანდელი მესიჯი არის ის, რომ დღეს  უნდა გადავეწყოთ ახალ რეალობაზე, რაც არის მიკროავტობუსებით გადაადგილების შეზღუდვა, ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალურად თვითიზოლაციაში ყოფნა, ვინც რისკის მაღალ ჯგუფს განეკუთვნება. ეს არიან ადამიანები 70 წელს ზემოთ. უნდა ვიმუშაოთ ყველა სტრუქტურამ იმისთვის, რათა ამ ხალხს, ადგილზე, სახლში მოვემსახუროთ და მიიღონ ყველა ის მომსახურეობა, რასაც ისინი გარეთ იღებდნენ.

ჩვენ დეტალურად უნდა შევისწავლოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ქალაქიდან ქალაქში სამსახურში დადის და თუ ეს იქნება გამოწვეულიო გადაუდებელი აუცილებლობით, ჩვენ შევძლებთ ავტობუსების მობილიზებას, სადაც შეიძლება დავიცვათ უსაფრთხოების წესები.

 

ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პრემიერ-მინისტრისა და გუბერნატორების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. მთავრობის გადაწყვეტილებით დღეს მიკროავტობუსების მოძრაობა აიკრძალა.

კომენტარები