კორონავირუსი

იმნაძე: მოხალისეები ძალიან კარგია, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გამოიყენებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ არის ის ინსტანცია, რომელიც მოხალისეობის ინსტიტუტს გამოიყენებს. ჩვენ მოხალისეს ვერ გამოვიყენებთ ვერც ლაბორატორიაში, ვერც კონტაქტების მოძიებაზე და ვერც მათ მეთვალყურეობაში, ასე რომ მოხალისეობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფუნქციებს საერთოდ ცდება.

ჩვენ უამრავი სატრენინგო მასალა გვაქვს გავრცელებული, არსებობენ სამსახურები, რომლებიც მზად არიან... ტრენერების ტრენინგი მოვახდინეთ ჩვენ. მოხალისეები ძალიან კარგია, მაგრამ არის რაღაც სპეციფიკური სამუშაოები, რომლებშიც ჩვენ ვერ გამოვიყენებთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

კომენტარები