კორონავირუსი

საქართველოში იძულებით კარანტინში ჯამში 99 ადამიანი გადაიყვანეს

Avshalom Sassoni/Flash90

საქართველოში იძულებით კარანტინში ჯამში 99 ადამიანია გადაყვანილი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

შსს-ს ინფორმაციით, გუშინ, 17 მარტს, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, 28 ადამიანი იძულებით მოათავსეს კარანტინში. 

"საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს", - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა გამოვლენილი. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეზობელ ქვეყნებთან მიმოსვლა შეზღუდულია. საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. საქართველოს მოქალაქეები, რომელებიც თვითიზოლაციის წესს არ იცავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს იძლებით კარანტინშ გადაჰყავთ.

კომენტარები