ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 9.97 თეთრით, ევროსთან 10.23 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 18 მარტის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა.

დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 9.97 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან - 10.23 თეთრი.

ამგვარად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.1804 ლარი გახდა, ერთი ევროსი - 3.4997 ლარი.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

ლარის გამყარების შესარბილებლად ეროვნული ბანკი 19 მარტს სავალუტო აუქციონზე რეზერვებიდან 40 მილიონ დოლარს გაიტანს.

კომენტარები