კორონავირუსი

პირი, რომელიც ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა, იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

AP Photo/Mark Schiefelbein

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელიც 2020 წლის 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო იძულებით კარანტინშ გადაიყვანეს.  

შსს-ს ინფირმაციით, გორში, მას შემდეგ, რაც სხვა მგზავრმა მიუთითა, ის ტრანსპორტიდან ჩავიდა. ის სპეციალური ავტომანქანით ბათუმის საკარანტინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ჯამში, საკარანტინო ზონაში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 100 ადამიანი გადაიყვანეს. 

შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა გამოვლენილი. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეზობელ ქვეყნებთან მიმოსვლა შეზღუდულია. საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. საქართველოს მოქალაქეები, რომელებიც თვითიზოლაციის წესს არ იცავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს იძულებით კარანტინში გადაჰყავთ.

კომენტარები