საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა ლარის გაუფასურების შესარბილებლად.
უწყების ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1564 შეადგინა.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან დოლარის გაყიდვა კორონავირუსის კრიზისის გამო ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე გადაწყვიტა - ბოლო ათ დღეში ლარი დოლართან მიმართებით თითქმის ორმოცი თეთრით გაუფასურდა.
ამჟამად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.1804 ლარია, ერთი ევროსი - 3.4997 ლარი.
Bloomberg-ის ვალუტის გაცვლის სისტემაში ერთი დოლარი 3.1775 ლარი ღირს.