სავალუტო ინტერვენცია

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი შეისყიდა

Reuters

ეროვნულმა ბანკმა 20 ივნისის სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი დოლარი შეისყიდა, ეს 2017 წლის მანძილზე ბანკის მეოთხე სავალუტო ინტერვენციაა. სავაუტო აუქციონზე შემდგარმა კურსმა 2.407 ლარი შეადგინა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კურსთან შედარებით 0.3 თეთრით ნაკლებია.

სებ-მა ინტერვენცია 20 ივნისსაც განახორციელა, ამ დროს ეროვნულმა ბანკმა $20 მილიონი შეისყიდა. წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე $69.7 მილიონი დოლარი იყიდა.

ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციის განხორციელების გადაწყვეტილებას როგორც წესი ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური პროცესების გათვალისწინებით, კურსის სწრაფი მერყეობის დროს იღებს. თუ ბაზარზე კურსი მაღალი სიჩქარით უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - ყიდულობს.

ეროვნულმა ბანკმა 2016 წელს სავალუქტო აუქციონზე $280 მილიონი დოლარი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა.

კომენტარები