კორონავირუსი

ექიმი: 80 წლის ქალის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა მოეხსნა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლელა ტურძელაძის თქმით, 80 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში 19 მარტს მოათავსეს, გაცილებით უკეთესია. მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა მოეხსნა. 

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ სხვა დაინფიცირებულ პაციენტებს, ექიმი ამბობს, რომ ერთი ქალის მდგომარეობა, რომელიც 13 მარტს შეიყვანეს კლინიკაში გაცილებით გაუმჯობესდა. მისი თქმით, ქალი ჟანგბადდამოკიდებულია, თუმცა თავს კარგად გრძნობს. 

მისივე თქმით, 17 მარტს მოთავსებული ცოლ-ქმრიდან, კაცის მდგომარეობა მსუბუქია, ხოლო ქალის საყურადღებო. 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ 76 პირი მკურნალობს. 

საქართველოში ამ დროისათვის კორონა ვირუსის 47 დადატურებული შემთხვევაა, აქედან ერთი გამოჯანმრთელდა. 1966 ადამიანი არის კარანტინში. 

კომენტარები