კორონავირუსი

გამყრელიძე ზიარების წესის შეცვლაზე: ველოდი, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული

სინოდის წევრებთან იყო წინასწარი შეხვედრა. ძალიან კარგი, საქმიანი საუბარი. ჩვენ მათ ჯანდაცვის მხრივ ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ. დაახლოებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდით, რომ ამ ტიპის განცხადება იქნებოდა. იცით, რომ გარკვეულად მიეცათ უფლება მორწმუნეებს, რომ სახლიდან იყოს ლოცვები, მივლენ მოძღვრები სახლებში. 

საპატრიარქომ ძალიან ბევრი რეკომენდაცია ჯანდაცვის სექტორის გაითვალისწინა. ერთ რეკომენდაციაზე ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, რთული გადასაწყვეტია. მე ველოდი, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული.

თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა გამყრელიძემ, ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. გუშინ, 20 მარტს, სინოდის სხდომა გაიმართა. წმინდა სინოდმა არც ღვთისმსახურებები შეაჩერა და არც ზიარების წესი არ შეცვალა.

კომენტარები