კორონავირუსი

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000-ს გადაცდა, გარდაიცვალა 168 ადამიანი

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 827-ს მიაღწია, ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადების 1,610 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 30 მარტის მონაცემებით, თურქეთში Covid 19-ის ინფექციით სულ 198 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 105 - გამოჯანმრთელდა.

თურქეთში Covid 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 11 მარტს გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დროებით შეწყდა. მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ბოლო პერიოდში იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში.

გარდა ამისა, თურქეთმა ჩინეთის, ირანის, სამხრეთ კორეის და იტალიის შემდეგ, ფრენები შეწყვიტა გერმანიის, ესპანეთის, ნორვეგიის, საფრანგეთის, ავსტრიის, დანიის, შვედეთის, ბელგიის და ნიდერლანდების მიმართულებით.

კომენტარები