კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაკ იომბი-ოპანგო კორონავირუსით გარდაიცვალა.
81 წლის ჟაკ იომბი-ოპანგო საფრანგეთში, პარიზში გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, მანამ, სანამ კორონავირუსი დაუდასტურდებოდა, ის ავად იყო.
ის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი 1977-79 წლებში იყო.
ჟაკ იომბი-ოპანგომ რამდენიმე წელი პატიმრობაში გაატარა. ის 1997 წლიდან საფრანგეთში ემიგრაციაში ცხოვრობდა, 10 წლის შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნების უფლება მიიღო.
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 44 550 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 927 პირი გამოჯანმრთელდა. 3 024 ადამიანი გარდაიცვალა.