HBO

დღეიდან, HBO ცნობილი სერიალებისა და ფილმების უფასოდ ჩვენებას იწყებს

The Sopranos

HBO ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ცნობილი სერიალებისა და ფილმების უფასო სტრიმინგს იწყებს.

კომპანია, საერთო ჯამში, მაყურებელს 500 საათის მოცულობის სატელევიზიო პროდუქტის უფასო ჩვენებას შესთავაზებს და მათი ნახვა HBO Now-სა და HBO Go-ზე იქნება შესაძლებელი.

"The Sopranos", "Veep", "The Wire", "Six Feet Under", "Veep", "Ballers", "Barry", "Silicon Valley", "True Blood" - ეს ის ცხრა სერიალია, რომელთა ყველა სეზონის ყურებას ადამიანები უფასოდ შეძლებენ.

გარდა სერიალებისა, HBO მაყურებელეს Warner Bros.-ის გადაღებულ 20 ფილმსა და 10 დოკუმენტურ ფილმს შესთავაზებს.

HBO-ს უფასო სტრიმინგზე წვდომა მხოლოდ აშშ-ში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ.

კომენტარები