კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ისგან კიდევ 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 52

STR/AFP via Getty Images

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში, გამოჯანმრთელებულია 52 პირი.  

ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში კორონავირუსის 227 შემთხვევაა დადასტურებული. COVID-19-ით 3 ადამიანი გარდაიცვალა. 

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა მოქმედებს. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი იყო - მარნეული და ბოლნისი.

კომენტარები