კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 54

STR/AFP via Getty Images

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ჯამში, გამოჯანმრთელებულია 54 ადამიანი. 

ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ერთ-ერთი გამოჯანმრთელებული 62 წლის მარნეულელი ქალია. ქალი, რომლის ინფიცირების დადასტურების შემდეგ მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმო გამოცხადდა, კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებს, ის მართვით სუნთქვაზე იყო. 

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დადასტურებული. 54 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი. 

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა მოქმედებს. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი იყო - მარნეული და ბოლნისი.

კომენტარები