კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 57

STR/AFP via Getty Images

საქართველოში კორონავირუსით ინციფირებული კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopgov.ge-ზე უკვე განახლდა.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 242 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 57 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს. მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა ბოლნისის, მარნეულის და ლენტეხის რაიონები.

კომენტარები