რამდენიმე დღის წინ რიანამ ფანების შეკითხვებს Instagram-ზე ლაივში უპასუხა.
ზოგიერთი შეკითხვა მომღერლის ახალი, მეცხრე ალბომის გამოსვლის თარიღს ეხებოდა, რასაც რიანამ შემდეგი პასუხი გასცა:
"მაინტერესებს, თუ კიდევ მკითხავს რომელიმე დედამო****ლი ალბომის შესახებ მაშინ, როდესაც სამყაროს გადარჩენას ვცდილობ, თქვენი პრეზიდენტისგან განსხვავებით...".
რიანამ ამ დრომდე ახალი კორონავირუსის პანდემიის ზიანის შესამცირებლად 7.1 მილიონი დოლარი გაიღო.
ბარბადოსელმა ვარსკვლავმა თავდაპირველად 5 მილიონი დოლარი გადაურიცხა ამერიკის, აფრიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ორგანიზაციებს. ამის შემდეგ კი, ტვიტერის დამფუძნებელთან ერთად, პანდემიისას ძალადობის მსხვერპლების დასახმარებლად 2.1 მილიონი გაიღო.