კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 93

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 93 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 პაციენტი გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში 5 094 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 547. 

საქართველოში კორონავირუსის გამო 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართა. ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. აკრძალულია 3 პირზე მეტის შეკრება. ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 21 აპრილამდე სრულად შეიზღუდა. დახურულია სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და ა.შ.

კომენტარები