კორონავირუსი საქართველოში

აჭარაში COVID-19-ისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია

Shannon Stapleton/Reuters

აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, მათგან 4 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. 

"ისინი ჯერ ვერ დატოვებენ კლინიკას, რადგან უნდა გაკეთდეს კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა კვლევები. თუ კლინიკურადაც ყველაფერი იქნება რიგზე, დაწესებულება მიიღებს გადაწყვეტილებას, დატოვებენ თუ არა ისინი სამედიცინო დაწესებულებას", - თქვა მიქელაძემ "მაესტროსთან" ინტერვიუში.  

აჭარაში კორონავირუსისგან, ჯამში, 32 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  

მიქელაძის ინფორმაციით, აჭარაში COVID-19-ზე 3 937 ტესტია ჩატარებული, მათგან 959 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს ჩაუტარდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით ქვეყანაში 6 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები