ფრანგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო რასისტული გამონათქვამების გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება.
მსახიობმა კუნძულ რეუნიონის პრეფექტს წერილი მისწერა, რომელშიც მოსახლეობა ცხოველებისადმი ბარბაროსულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და მათ გადაგვარებული ველურები უწოდა.
საქმეს ქალაქ სენ-დენის პროკურორი იძიებს, მისი თქმით ადგილობრივი მოსახლეობის არანაირი საქციელი არ ამართლებს მსახიობის გამონათქვამს.
ბარდოს რასიზმის ბრალდებით სასამართლო დავა წარსულშიც ჰქონდა.