ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში

კაპანაძე: ღარიბაშვილი გამორჩეულად ოდიოზური მინისტრია, ამ მთავრობაშიც კი

ღარიბაშვილი გამორჩეულად ოდიოზური მინისტრია, ამ მთავრობაშიც კი, რომელიც სახელს თავისი სიბნელითა და არაკომპეტენტურობით იმკვიდრებს. რეალურად, ამის გამო, მასთან არანაირი კითხვები არ გაგვაჩნია. ძალიან კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება, ვიცით, როგორი კორუფციული გარიგებები ხდება მის სამინისტროში. მათ შორის, ამ ბოლო პერიოდში ბევრი სკანდალური ფაქტი გასკდა. ვიცით მისი ქონების შესახებ... ამიტომ რაიმე კითხვის დასმას ასეთ პირობებში არ ვაპირებთ. ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტი გრძელდება, მანამ, სანამ 8 მარტის შეთანხმება არ შერულდება.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელიც დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში წარსდგა.

კომენტარები