თქვენ დღეს ისაუბრეთ ახალი 10-წლიანი გეგმის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს ნანახი, საერთაშორისო დონის, ბევრში მონაწილეობა მაქვს მიღებული. ჩემი კითხვაა - ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თქვენ 10 წლის გეგმას გიწერთ და რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ეს 10-წლიანი გეგმა იქნება წარმატებული, როცა გუნდს, რომელსაც თქვენ დღეს წარმოადგენთ და აქ არის, ბოლო 9 წლის განმავლობაში წარმატებისთვის არ მიუღწევია
შევთანხმდეთ წარმატების განსაზღვრებაზე - უნდა შევთანხმდეთ, თქვენთვის რა არის წარმატება და ქვეყნისთვის რა არის წარმატება, იმიტომ, რომ შეიძლება თქვენ გეგონოთ რაღაც წარმატება და ის რეგიონულ, საერთაშორისო მასშტაბში დიდი წარუმატებლობა იყოს