"თუნდაც წარუმატებელი მცდელობა რომ წარმოვიდგინოთ, ბუნებრივია, ეს იქნებოდა წამახალისებელი ფაქტორი არასტაბილურობისთვის. ჩვენ ვიცით, რა დამოკიდებულება აქვს სხვადასხვა საკითხის მიმართ ამ რადიკალურ ოპოზიციას – ისინი ყოველთვის ეძებენ დესტაბილიზაციის წყაროს და ბუნებრივია, ეს არის მათი საერთო სულიკვეთება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია მათ ინტერესებში, ასეთი ტიპის პოლიტიკური ძალების ინტერესებში შედიოდა მოვლენათა ნებისმიერი განვითარება, რომელიც არასტაბილურობას გამოიწვევდა".
გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა
კობახიძე გაბუნიას საქმეზე: ოპოზიციის ინტერესშია განვითარება, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს
tbl.ge/4u6o
დაკოპირდა
ქართული ოცნების წევრმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პალიტრას ეთერში გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
ამავე თემაზე
- R2: ბოკოვმა ციხიდან მოგვწერა, გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმესთან კავშირს უარყოფს
- სესიაშვილი: ჩვენი პასუხისმგებლობა გამოძიების დასრულებაა, არა [დანაშაულის] მტრისთვის მიწერა
- ლომჯარია: უნდა დაკმაყოფილდეს გაბუნიას ინტერესი, რა იცის სუს-მა, განეიტრალდა თუ არა საფრთხე
- სუს-ი მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაციის ჩატარებას კვლავ უარყოფს
- საზმაუს ინფორმაციით მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სუს-ი ინფორმაციას უარყოფს