ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო 120/30-ზე სისტემას პირველ მოსმენაზე მხარს დაუჭერს, II-ზე - რურუას გამოშვების მერე

ტაბულა

ევროპული საქართველო საკონტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. 

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ თქვა, რომ მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ იქამდე, ვიდრე მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

"ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ, შეკრებისა და მსჯელობის შედეგად მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება:

8 მარტის შეთანხმებას აქვს ორი კომპონენტი: პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და საარჩევნო სისტემის შეცვლა. ამ მომენტში არც ერთი ეს კომპონენტი არ გახლავთ შესრულებული ბოლომდე.

იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას ჰქონდეს შესრულების პერსპექტივა; იმისთვის, რომ ხვალ "ოცნების" მხრიდან არ ვიხილოთ ისეთივე "გადაგდება", როგორიც ვიხილეთ ნოემბერში და ამითი წერტილი არ დაესვას პროპორციულ და სამართლიან სისტემაზე გადასვლის პერსპექტივას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული საქართველო მონაწილეობას მიიღებს ხვალინდელ სხდომაში და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს", - თქვა ბაქრაძემ.

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კვირას, 21 ივნისს დაიწყება.

საკონსტიტუციო ცვლილებაზე ოპოზიცია და ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 8 მარტს შეთანხმდნენ - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით უნდა ჩატარდეს, რაც 120 დეპუტატის პროპორციული, ხოლო 30-ის - მაჟორიტარული სისტემით არჩევას ითვალისწინებს. იმისათვის, რომ ოპოზიციამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს, ხელისუფლებამ კიდევ ერთი პირობა უნდა შეასრულოს - გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.

კომენტარები