თამარაშვილის ქუჩაზე ხე წაიქცა და მსუბუქ ავტომობილებს დაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაზიანდა 2 მანქანა. ერთი მანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.
ხის წაქცევის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ამ ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.. ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 2019 წლის 30 მაისს დაიწყო. თბილისის მერი კახა კალაძე წლის ბოლოს ამბობდა, რომ სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულზე მთლიანად დასრულდებოდა. 24 ივნისს კი მან თქვა, რომ სამუშაოები ბოლო ეტაპზეა.