ინგლისელმა მსახიობმა ქეით ბეკინსეილმა, ჯგუფ Queen-ის ფრონტმენის, ლეგენდარული მუსიკოსის ფრედი მერკურის პაროდია გააკეთა.
ვიდეოში ბეკინსეილის გარდა აქტივისტი მარკუს მოლინარი, კომიკოსი ბრენდენ სკანლენი და ტელეწამყვანი ჯონათან ვოლიუკი მონაწილეობენ. ერთწუთიანი რგოლი Queen-ის I Want To Break Free-ის კლიპის პაროდიაა. ორიგინალ კლიპში, რომელიც 1984 წელს გამოვიდა, თავად ბენდის წევრები ქალის ტანსაცმელში გადაცმულები გამოჩნდნენ.
მსახიობმა ვიდეოთი LGBTQ+ თემს მხარი დაუჭირა.