პოლონეთი

ეგზიტპოლების მიხედვით პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ანდჟეი დუდა იმარჯვებს

ანდჟეი დუდა
EPA

ეგზიტპოლების მიხედვით პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ანდჟეი დუდა იმარჯვებს და ხმათა 50.4%-ს აიღებს, მისი ოპონენტი, ვარშავის მერი რაფალ ტჟასკოვსკი კი 49.6%-ს.

ეგზიტპოლი Ipsos-მა ჩაატარა. 

არჩევნების პირველ ტურშიც დუდამ გაიმარჯვა, თუმცა ხმათა 43.50% აიღო და, შესაბამისად, მეორე ტური დაინიშნა. პირველ ტურში ტჟასკოვსკიმ ხმათა 30.46% მიიღო.

დუდა პოლონეთის მმართველი პარტიის ყოფილი წევრი და მოკავშირეა. პრეზიდენტს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე ვეტოს დადების უფლება აქვს, რაც, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მმართველი პარტიისათვის პრობლემური გახდება. მათი ნაციონალისტური პოლიტიკის ფონზე ტჟასკოვსკიმ პირობა დადო, რომ ევროკავშირთან უთანხმოებების აღმოფხვრაზე იმუშავებს.

პოლონეთში არჩევნები მაისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის გამო გადაიდო. მაისამდე ჩატარებული გამოკითხვებით, დუდას პირველსავე ტურში უნდა გაემარჯვა. მმართველ პარტიას არჩევნების გადადება არ სურდა, თუმცა, საბოლოოდ, ოპოზიციასთან შეთანხმებას მიაღწია.

კომენტარები