მე მესმის, რომ ქალბატონი თეა წულუკიანი თქვენი პარტიისთვის განსაკუთრებული თავდასხმის საგანი ხდება ყოველთვის იმიტომ, რომ თქვენი დამოკიდებულება არის ზოგადად განსაკუთრებული ლიდერებისთვის თავდასხმა და ამიტომაც არის ქალბატონი თეა წულუკიანი თქვენი თავდასხმის ობიექტი მუდმივად. ამ ჯერზეც, მე მგონია, რომ სწორედ ასეთ თემასთან გვაქვს საქმე და ამიტომ ესხმით ქალბატონ თეას თავს, იმიტომ, რომ ის გამორჩეული ლიდერია ქართული ოცნების და საკმაოდ ენამახვილურად გიგებთ ხოლმე დებატებში
tbl.ge/4wvk
დაკოპირდა
ასე უპასუხა ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ევროპული საქართველოს დეპუტატს, სერგი კაპანაძეს. სერგი კაპანაძემ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, უზრუნველყოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის პარლამენტში მისვლა. ოპოზიციას მასთან კითხვები ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას საქმესთან დაკავშირებით აქვს.
ამავე თემაზე
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ
- კობახიძე ორბანს: თქვენ მტკიცედ დგახართ უნგრეთში ქრისტიანული ფასეულობების სადარაჯოზე
- კობახიძე: ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას შემაშფოთებელი შედეგები აქვს ევროპასა და აშშ-ში