დაკარგული მოზარდები

დედოფლისწყაროში დაკარგული ორი მოზარდიდან ერთ-ერთი თბილისში იპოვეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გუშინ დაკარგული ორი მოზარდიდან ერთ-ერთი თბილისში იპოვეს – ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ჯერჯერობით უცნობია მეორე მოზარდის ადგილმდებარეობა.

მოზარდები სახლიდან გუშინ, 27 ივლისს გავიდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ მათი სამძებრო სამუშაოები დღეს დაიწყო.

გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები