ლიკანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია 10 ადამიანი – ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბორჯომის ჰოსპიტალში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სამგზავრო მიკროავტობუსისა და საბარგო ავტომობილის შეჯახების შედეგად მოხდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.