როდესაც 13 წლის ვიტორიასა და 11 წლის კაროლს კარანტინის გამო კორტებზე სტუმრობის უფლება არ მისცეს, მათ გადაწყვიტეს, ჩოგბურთი სახურავიდან სახურავზე ეთამაშათ.
ვიდეო, სადაც ვიტორია ერთ სახურავზე დგას, ხოლო კაროლი მეორეზე, რათა ერთმანეთთან ჩოგბურთი ითამაშონ, ვირუსული გახდა და ლეგენდარულ სპორტსმენამდე - როჯერ ფედერერამდეც მიაღწია.
შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა გადაწყვიტა, გოგოები გაეცნო და მათთან მოულოდნელად ზუსტად მაშინ მივიდა, როდესაც ვიტოროა და კაროლი ფედერერზე აღფრთოვანებით საუბრობდნენ.
მოულოდნელად გამოჩენის შემდეგ, როჯერ ფედერერმა გოგოებს ჩოგბურთის თამაში, შემდეგ კი ლანჩზე წასვლა შესთავაზა.
"დიდებული იყო. ძალიან ბევრ კარგ ადგილას მითამაშია ჩოგბურთი, მაგრამ ეს ნამდვილად არის გამორჩეული გამოცდილება. ჩვენ განახეთ, რომ შეგვიძლია ვითამაშოთ ნებისმიერ ადგილას და ამის გავერთოთ. გულწრფელად ვამბობ, საუკეთესო დრო გავატარე". - თქვა ფედერერმა.