არჩევნები 2020

რას ჰპირდება ამომრჩეველს მარიამ ჯაშის პარტია

ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი

მარიამ ჯაშის პარტიამ "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" საარჩევნო დაპირებები გამოაქვეყნა.

"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" ამომრჩეველს ჰპირდება:

  • საქართველოში დაწესდება მინიმალური ხელფასი 500 ლარის ოდენობით და ღირსეული შრომის პირობები შეექმნება ყველა ჩვენს მოქალაქეს და ამოქმედდება უმუშევრობის დაზღვევის სისტემა.
  • 500 000 ადამიანს, რომელსაც დღეს 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, გაუნახევრდება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი.
  • ყველა დევნილს ექნება საკუთარი ბინა და არც ერთი ოჯახი არ დარჩება ხელმისაწვდომი ღირსეული საცხოვრისის გარეშე .
  • გაძლიერდება მრეწველობა და სოფლის მეურნეობა.
  • გაიზრდება ინვესტიციები განათლებაში, მეცნიერებასა და კულტურაში.
  • პენსიონერებისათვის გაიაფდება წამლები და მათ მიეცემათ საშუალება, რომ კვლავაც აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
  • შეიქმნება პირობები, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს გაუმარტივდეთ ცხოვრება და საქართველოში დაბრუნება.
  • ხელახლა მოხდება უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევა და გადაიხედება ყველა იმ ოჯახის საპროცესო შეთანხმება, რომელთაც უკანონოდ ჩამოერთვა ქონება და ბიზნესი 2004 წლიდან.
  • დაჩქარდება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
  • დეოკუპაციის გზაზე სახალხო დიპლომატიის გაძლიერებით ხელი შეეწყობა „დიდ შერიგებას“ აფხაზ და ოს ოჯახებთან.

პარტიას თბილისის ყველა ოლქში თავისი კანდიდატი ჰყავს:

  • ჯაბა ჯიშკარიანი - მთაწმინდა-კრწანისი
  • ბექა ნაცვლიშვილი - ვაკე
  • ლევან გოგიჩაიშვილი - საბურთალო
  • გედევან ფოფხაძე - დიდუბე-ჩუღურეთი
  • რამაზ ბლუაშვილი - ისანი
  • ზვიად თავაძე - ნაძალადევი
  • სანდრო რიჟამაძე - სამგორი
  • ლაშა გიორგაძე - გლდანი

კომენტარები