ხტუნიასებრი

50 წლის წინ დაკარგული ხტუნიასებრი სახეობა კვლავ აღმოაჩინეს

STEVEN HERITAGE / BBC

პატარა ძუძუმწოვარი, რომელიც გარეგნულად ასოცირდება სპილოსთან, მაგრამ თაგვივით პატარაა, 50 წლის შემდეგ აფრიკაში კვლავ აღმოაჩინეს.

ხტუნიასებრის კვალი მეცნიერებმა 1970-იან წლებში დაკარგეს, ახლა კი ის სამეცნიერო ექსპედიციის დროს ჯიბუტში კვლავ აღმოაჩინეს.

ხტუნიასებრის ევოლუციური განვითარების ხაზი ერთდროულად აერთიანებს სპილოს, ჭიანჭველაჭამიისა და ლამანატების სახეობებს. ხტუნიასებრს აქვს გამორჩეული წაგრძელებული ცხვირი, რომელსაც მისთვის კვებითი და საორიენტაციო დანიშნულება აქვს.

სტივენ ჰედიტი, დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარი BBC-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მკვლევართა ჯგუფისთვის მართლაც საოცარი აღმოჩენა იყო ამ სახეობის კვლავ ხილვა.

"ჩვენ ნამდვილად აღფრთოვანებულები და გახარებული ვიყავით, როდესაც ხაფანგი პირველად გავხსენით. ჯერ დარწმუნებულები არ ვიყავით, თუ რა სახეობა იყო ეს, მაგრამ, როდესაც მისი საოცარი წაგრძელებული ცხვირი დავინახეთ, ვიცოდით, რომ ის რაღაც განსაკუთრებული იყო". – ამბობს სტივენ ჰედიტი.

კომენტარები