არჩევნები 2020

ოცნების სიის პრეზენტაციას ბიზნესმენები სოსო ფხაკაძე და გიორგი რამიშვილი დაესწრნენ

დღეს ქართულმა ოცნებამ პროპორციული საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. პრეზენტაციას საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირებთან ერთად ესწრებოდნენ ბიზნესმენები სოსო ფხაკაძე და გიორგი რამიშვილი. 

სოსო ფხაკაძე ბიზნესჯგუფ Wissol Group-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტია და, ამავდროულად, 2019 წლიდან ფხაკაძე საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის პოსტს იკავებს. 

გიორგი რამიშვილი "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. გარდა ამისა, რამიშვილს ეკონომიკის სხვა სექტორებშიც აქვს ინტერესები, მათ შორის საქართველოში Euronews-ის პარტნიორია.

ოცნების სიის წარდგენის ცერემონიაზე, ასევე, იმყოფებოდნენ, კახი კავსაძე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

კომენტარები