ამერიკელი როკ მომღერლის ბრიუს სპრინგსტინის ახალი ალბომი Letter To You მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს გამოვა.
მომღერალმა მომავალი ალბომის ყდაც გამოაქვეყნა.
რიგით მეოცე ალბომში 9 ახალი და 3 აქამდე გამოუქვეყნებელი, 70-იან წლებში დაწერილი ძველი სიმღერა იქნება. იმავე სახელწოდების ტრეკი როკ შემსრულებელმა გუშინ გამოაქვეყნა.