ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.