"ძალიან აღგზნებული ხართ ქალბატონო, მალე მოგიტანთ დასამშვიდებელს". – ეუბნება მეუფე სერაფიმე ჟურნალისტებს. სასულიერო პირი ასე უნდა მეტყველებდეს და მიმართავდეს საზოგადოებას პირდაპირ ეთერში? სექსუალური მანიაკის, მეუფე სერაფიმეს წარმოთქმული ეს სიტყვები ორაზროვანი ხდება, როცა გავიხსენებთ რომ მან არასრულწოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარება სცადა, შემდეგ ბორჯომის ეპარქიიდან გამოიქცა და ახლა მშვენივრად გრძნობს თავს.
ეკლესიამ არანაირი ზომა არ მიიღო მის მიმართ, პირიქით, გერმანიის ეპარქიის ეპისკოპოსად დანიშნა, მაგრამ იქაურმა სამღვდელოებამ არ მიიღო გარყვნილი სერაფიმე. შემდეგ მეუფე მოსკოვში წაბრძანდა და პატრიარქ კირილთან მსახურობდა. სასულიერო კასტა დგას საეკლესიო და საერო კანონებზე მაღლა, მეუფე მამაოებს ყველაფერი გასდით, როგორც მრევლში, ასევე მთლიანად საზოგადოებაში. ანაფორა სრული დაუსჯელობის გარანტიაა, ოღონდ ილია მეორის კლანს არ უნდა შეეხო და ისე აგერ არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობაც კი არაა პრობლემა, ისევ ეკლესიაში იქნები და ხალხს დამოძღვრავ: რა აგზნებული ხარ შვილო ჩემო, ჩემი ნაკურთხი მაროჟნი ხომ არ გაგაგრილებსო.