ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: COVID-19-ს ეყო სიმამაცე ჩემი გამოწვევისთვის, ცუდი იდეაა

AC Milan-ის თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ახალი კორონავირუსის დადასტურების შემდეგ პირველი პოსტი დაწერა.

"გუშინ ტესტზე უარყოფითი პასუხი მქონდა, დღეს კი დადებითი. სიმპტომები არ მაქვს. Covid-19-ს ეყო სიმამაცე ჩემი გამოწვევისთვის. ცუდი იდეაა". - დაწერა ფეხბურთელმა Twitter-ზე.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ვირუსი დაუდასტურდა მის თანადგუნდელ ლეო დუარტესაც.

ისინი ევროპის ლიგის დღევანდელ თამაშს გამოტოვებენ.

კომენტარები