81 წლის ასაკში ინგლისელი კომპოზიტორი, გიტარისტი და მომღერალი, სპენსერ დევისი პნევმონიით გარდაიცვალა.
დევისი როკ ბენდის The Spencer Davis Group-ის დამფუძნებელი და ლიდერი იყო. 1966 წელს ჯგუფის მიერ ჩაწერილმა ჰიტმა Keep On Running-მა ჩარტებიდან ლეგენდარული The Beatles-ი გამოაგდო. დევისმა იმავე წელს წერილი მიიღო.
"გილოცავთ პირველ ადგილზე გასვლას. The Beatles". – ეწერა წერილში.
ბენდთან ერთად დევისმა შვიდი სტუდიური ალბომი გამოუშვა. სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა ბობ მარლისა და რობერტ პალმერის ალბომების ჩაწერაში.