შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 საათის მდგომარეობით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, გამოვლინდა რამდენიმე მცირე ინციდენტი, მათ შორის გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილთ(ძალადობა) დაწყებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე.
შსს-ს ცნობით, ასევე მარნეულში იყო რამდენიმე ფაქტი, სადაც ოპერატიულად მობილიზდა პოლიცია.
სამოქალაქო პლატფორმა 2020, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება, 09:00 საათამდე გამოვლენილი დარღვევების ჩამონათვალი ნახეთ აქ.
არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.