არჩევნები 2020

პლატფორმა 2020: ბოლნისის მაჟორიტარულ ოლქში კომისიის წევრი არღვევს ხმის მიცემის ფარულობას

სამოქალაქო პლატფორმა 2020

სადამკვირვებლო ორგანიზაცია სამოქალაქო პლატფორმა 2020 არჩევნების დღის 11:00 საათის მონაცემებით გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება ზოგადი დარღვევა: არ ხდება რეგისტრატორთან ამომრჩევლების იდენტიფიცირება. რეგისტრატორები ხშირად არ ითხოვენ პირბადის მოხსნას.

ორგანიზაციების თანახმად, მოხდა მნიშვნელოვანი დარღვევებიც. სამოქალქო პლატფორმა 2020-ის დამკვირვებელს, გიორგი მუმლაძეს ქართული ოცნების დეპუტატი, ზურაბ ჭონიაშვილი დაემუქრა და შეურაცხყოფა მიაყენა. ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარული ოლქის უბანზე ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრმა კონვერტის გადაცემის პროცესში დაარღვია ხმის მიცემის ფარულობა.

დარღვევები:

  • მარნეულის ოლქის მე-5 უბანზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის გრძელვადიან დამკვირვებელს გიორგი მუმლაძეს ადგილობრივი საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“  ზურაბ ჭონიაშვილი დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტზე, გიორგი მუმლაძის შეტყობინების საფუძველზე, მარნეულის პოლიციაში საქმე აღიძრა.
  • ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქის N27.67.89 უბანზე 30 ამომრჩეველს არ მისცეს პროპორციული ბიულეტინი და ამ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ მაჟორიტარული ბიულეტინით;
  • დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში 06.05.105 გადასატან ყუთში დაავიწყდათ ხელმოწერები;
  • ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარული ოლქის 14.23.47-48 უბნის გარე ტერიტორიაზე, შენობის გარეთ არის განთავსებული ამომრჩეველთა სიები და უცხო პირები სიებზე აკეთებენ გარკვეულ მინაწერებს;
  • ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარული ოლქის N14.25.03 უბანზე  ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრი კონვერტის გადაცემის პროცესში არღვევს ხმის მიცემის ფარულობას;

ასევე ორგანიზაციამ გამოავლინა სხვა დარღვევები:

  • ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქის N07.09.09 უბანზე ამომრჩეველს გაუკეთეს მარკირება და მხოლოდ ამის შემდეგ დაადგინეს, რომ არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი;
  • მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის N13.22.59 უბანზე შევიდა არაუფლებამოსილი პირი;
  • მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის N13.22.05 უბანზე დამკვირვებლებს არ ეძლევათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება;
  • მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქის N01.04.14 უბანზე ამომრჩევლებს არ უმოწმებდნენ მარკირებას უბანზე შესვლის დროს. ჩვენი დამკვირვებლის საჩივრის საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა;
  • მარნეულისა და გარდაბნის ოლქის N13.22.52 უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ახდენდა აგიტაციას უბანზე;
  • მარნეულისა და გარდაბნის ოლქის N13.22.57 გადასატან ყუთთან ერთად წასაღები ბიულეტენებიდან ერთ ბიულეტენზე შემოხაზული იყო 41 ნომერი სუბიექტი;
  • მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის N13.22.26 უბანზე დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას;
  • სამგორის მაჟორიტარული ოლქის N05.06.19 უბანზე დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას;
  • სამგორის მაჟორიტარული ოლქის N05.06.09 უბანზე დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას;
  • ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქის N07.09.09 უბანზე დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას;

სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის დამკვირვებლები მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებიან.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები