ახალი კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 2 901 შემთხვევიდან 1 060 თბილისში დადასტურდა, 461 – აჭარაში

CNN

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 901 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 1 060 – თბილისში , 461 კი – აჭარაში. რაც შეეხება სხვა რეგიონებს: 

  • იმერეთში – 360
  • ქვემო ქართლში – 181
  • შიდა ქართლში – 199
  • გურიაში – 68
  • სამეგრელო/ზემო სვანეთში – 369
  • კახეთში – 94
  • მცხეთა-მთიანეთში – 78
  • სამცხე ჯავახეთში – 45
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6

გასულ დღე-ღამეში გარდაცვლილი 34 პაციენტიდან თბილისში მკურნალობდა 14, აჭარაში – 7, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 3, ქვემო ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 14 680 აქტიური შემთხვევაა. მათგან 4 691 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 316, აჭარაში – 740.

მძიმე პაციენტის რაოდენობა 641-ია, მათ შორის, თბილისში – 332, აჭარაში – 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 322 პირი, თბილისში – 160, აჭარაში – 92.

ბოლო მონაცემებით, 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 449 – აჭარაში, ხოლო 971 – თბილისში. 7 110 პირი მკურნალობს ბინაზე.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

9 ნოემბრიდან ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები