კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 2 901 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში ახალი კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 799 პაციენტი.

8 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 14 680 აქტიური შემთხვევა არის დადასტურებული, მათგან 42572 გამოჯანმრთელდა, ხოლო 475 გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

კომენტარები