ყველამ ერთად დათვალა ხმები. აქ არ იყვნენ მარტო კომისიის წევრები, პროცედურულად საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებიც ითვლიდნენ კომისიის წევრებთან ერთად ხმებს და ისინი დათვლის პროცესში მონაწილეობდნენ. ეს ოქმები შედგენილია ერთობლივად, ყველას მიერ.
მე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადმინისტრატორს, რომლებმაც შეძლეს, რომ პოლიტიკური წნეხისა და პოლიტიკური ზეწოლის პირობებში დარჩნენ ბოლომდე ინსტიტუციურად ძლიერი. მათ თავიანთი საქმე გააკეთეს. ეს არის ჩვენი მესიჯი ნებისმიერი საარჩევნო ადმინისტრაციისადმი - ვერცერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა მოთხოვნამ და ვერცერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა სურვილმა ვერ უნდა შეძლოს დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის გატეხვა...