მიმდინარეობს მუშაობა. ყველა მიმართულება, სფერო, უწყება, მუშაობს იმის ფარგლებში, რა რესურსიც აქვს ქვეყანას. ამ ტიპის ინფიცირების მაჩვენებელი ჩვენ რომ გაზაფხულზე გვქონოდა, ჩვენ ნამდვილად 2-3 თვე ვერ გავუძლებდით და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი მალე მოხდებოდა, რომ გვქონოდა გაზაფხულზე 3-4 000 შემთხვევა ყოველდღიურად. პირდაპირ გეუბნებით, ამას ქვეყანა ვერ გაუძლებდა, იმიტომაც იყო საჭირო მაშინ სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება, რომ გარკვეული მზადება ყოფილიყო.