ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარი: ბოიკოტი შეაფერხებს პარლამენტის ფუნქციონირებას

სამწუხაროდ, არჩევნები არ დაეხმარა ღრმა დაყოფის გარღვევას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ოპოზიციურმა პარტიებმა უარყვეს პირველი რაუნდის შედეგები და ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურს. მათ ასევე დააანონსეს, რომ ისინი არ მიიღებენ მანდატებს ახალ პარლამენტში. რა თქმა უნდა, ეს შეაფერხებს პარლამენტის დაუბრკოლებლად ფუნქციონირებას და ინსტიტუტს, რომელიც სასიცოცხლოა დემოკრატიისთვის. ევროკავშირის და აშშ-ს ელჩები კიდევ ერთხელ ხელს უწყობენ მოლაპარაკებებს მმართველ, პარტია ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის მოძებნის იმედით.

თქვა 10 დეკემბერს ესტონელმა ევროპარლამენტარმა ურმას პაეტმა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები