აფრიკის დასახლება

აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების ოჯახს ზუგდიდში ბინის გასაღები გადაეცა

ტაბულა

აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების ოჯახს სახელმწიფომ ზუგდიდში ბინის გასაღები გადასცა. ინფორმაციას ოჯახის უფლებადამცველი ორგანიზაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ავრცელებს. მათივე ცნობით, ოჯახს ზუგდიდში, 3 ოთახიან ბინაში საცხოვრებლად გადასვლა უკვე შეუძლიათ.

"ოჯახის უკიდურესი სიდუხჭირიდან გამომდინარე, PHR-მა, როგორც გიგის წარმომადგენელმა სამართლებრივ დავებში მოითხოვა ბავშვის და მისი ოჯახის თბილისიდან ზუგდიდამდე ტრანსპორტირება სახელმწიფოს უზრუნველეყო. სახელმწიფოს უარის შემდეგ ტრანსპორტირების ხარჯების მობილიზებას მოქალაქეები ახდენენ.

გვიხარია გაცნობოთ, რომ პატარა გიგი ახალ წელს თბილ და უსაფრთხო გარემოში შევხდება!". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის გიგი ჩანგელიას სახლის ნგრევის შეწყვეტისთვის სასამართლოს 18 დეკემბერს მიმართა. 19 დეკემბერს, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დევნილთა სააგენტოს მტკიცებით, ჩანგელიების ოჯახს ზუგდიდში სამოთახიანი ბინა 14 დეკემბერს გადაეცა. თუმცა, ადვოკატი ანა არგანაშვილი თქმით,  ოჯახს ბინის გასაღებიც არ ჰქონდა.

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უნებართვოს აშენებული შენობების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო. 

კომენტარები