საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 2.4% შეადგინა, წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონე საქართველოში 1.0%-ია.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ მაჩვენებელმა 2020 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.9%-ით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 22.0%-იანი კლება.
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ფასები გაიზარდა 2.1%-ით.
- ტრანსპორტი - ფასები გაიზარდა 2.4%-ით.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.8%-ით.
- ჯანმრთელობის დაცვა - ჯგუფში ფასები მომატებულია 9.6%-ით.
- ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.5%-იანი მატება.
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.6%-ით.
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 21.7%-იანი კლება.