ივანიშვილის წერილი

ზარქუა ივანიშვილზე: ისტორია ღირსეულ ადგილს მიუჩენს ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეპოქაში

გამარჯვებული გუნდის, მმართველი პარტიის ხელმძღვანელი მიდის პოლიტიკიდან. ჩემი აზრით, მიდის თავაწეული, იმიტომ, რომ ის მთავარი დაპირება, რომელიც მან 2011 წელს საფუძველი ჩაუყარა ქართულ ოცნებას, როგორც პარტიას და შემოიკრიბა მოსახლეობის უმრავლესობა. მთავარი მისია ჰქონდა ის, რომ დაემარცხებინა ტირანია და ეს შეასრულა. მეორე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ის უსახური, უცნაური გეზი, რისკენაც მიემართებოდა საქართველო, სწორ რელსებზე დააბრუნა და ეს არის ევროატლანტიკური მისწრაფებები და ძალიან მნიშვნელოვანი, მესამე, ადამიანი გახდა მთავარი საზრუნავი მმართველი პარტიისთვის, ინსტიტუციებისთვის. ზუსტად ვიცი, რომ საქართველოს ისტორია, მას ღირსეულ ადგილს მიუჩენს ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეპოქაში...

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილზე. ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. 

კომენტარები