ივანიშვილის წერილი

"ეს უტიფარი სისულელე მერამდენედ გვესმის, თითქოს სიახლეა" - ბოკერია კობახიძეზე

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს ეხმაურება, რომლის თქმითაც, პარლამენტში ევროპელი სოციალისტების შესვლით ოპოზიციას ერთპარტიული პარლამენტის სცენარი ჩამოეშალა. 

უმრავლესობის ლიდერი კვლავ საუბრობს იმაზე, რომ "შედარებით ჯანსაღი ოპოზიციური ძალები" შანტაჟის შიშის გამო არ შედიან პარლამენტში და მათ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ. 

ბოკერიას შეფასებით ეს კობახიძის მორიგი სისულელეა.

"ეს უტიფარი სისულელე მერამდენედ გვესმის, თითქოს რაიმე სიახლე, როცა ამ სისულელეს არავინ არ ჭამს. ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ვადამდელი, ნორმალური არჩევნები ან პლებისციტი კონკრეტული თარიღით და კითხვით ჩვენი მოქალაქეებისადმი და პარალელურად, უნდა მოხდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციის და წესების ფუნდამენტური ცვლილება, რისი პაკეტიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს". – ამბობს ბოკერია. 

მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტია. 

"ამ არჩევნების გაყალბება მოხდა ძირითადად ჩაყრით და ხმის კონტროლის კარუსელით და ამას უშველის მხოლოდ ვადამდელი არჩევნები, სხვა ინსტრუმენტი არ არსებობს. 

ეს ყველაფერი დამთავრებული ამბავია, ეხლა მიდის დროის დათვლა, როდის მოვა გონს ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნონ, როგორც ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან. 

მტკიცებულებებს რაც შეეხება, ყველაზე მკაფიო ოღონდ, სამართლებრივი თვალსაზრისით, ირიბი მტკიცებულებაა ყველა ის ფაქტი, სადაც ჩანს ვიდეოში პირდაპირ რომ ყრიან და ის შედეგები ჩათვლილია. ეს არის სიმპტომი იმის, რომ ეს არჩევნები გაყალბებულია". –ამბობს ბოკერია. 

კომენტარები