ეკონომიკა

ფოთის ბიუჯეტის 63% საკრებულოში დასაქმებულების ანაზღაურებაზე დაიხარჯა

ფოტო: bm.ge

არასამთავრობო ორგანიზაციამ, ფლანგვის დეტექტორმა, 2020 წლის ფოთის საკრებულოს ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ფოთის საკრებულოს დასაფინანსებლად 2020 წელს ბიუჯეტიდან 1,290,300 ლარი გამოიყო. დაფინანსების 63% (814,200 ლარი) საკრებულოში დასაქმებული 33 ადამიანის შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა. მიუხედავად გაცდენის 120 შემთხვევისა, დაიხარჯა თითქმის 40,000 ლარის ბენზინი.

“წლის განმავლობაში საკრებულოში 19 სხდომა გაიმართა და საკრებულოს წევრების მიერ სხდომის გაცდენის 120 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 64 გაცდენის შემთხვევა ქართული ოცნების წევრებზე მოდიოდა“. – წერს ფლანგვის დეტექტორი

თანამდებობის პირებიდან გაცდენების რაოდენობით ლიდერობენ:

  1. მაია ჩხარტიშვილი, დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი (15 გაცდენა, ანაზღაურება: 27,500 ლარი).
  2. ზურაბ ჩაჩუა, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წევრი (13 გაცდენა, ანაზღაურება: 23,221 ლარი).
  3. პაატა ჩაგანავა (13 გაცდენა, ანაზღაურება: 24,200 ლარი).

“მიუხედავად სხდომათა გაცდენების რაოდენობისა, საკრებულოს წევრთა ავტომობილით გადასაადგილებლად 39,644 ლარის, 20,080 ლიტრი საწვავი დაიხარჯა“. – წერს ფლანგვის დეტექტორი.

 

კომენტარები